უცხოური ენების ფლობის საერთო ევროპული კომპეტენციები
საერთო ევროპული კომპეტენციები უცხოური ენების ფლობის შესახებ: შესწავლა, სწავლება, შეფასება — საერთო ევროპული დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს მოქმედით სარეფერენციო ჩარჩოს ევროპის ენებისათვის. დოკუმენტი შეიცავს დეტალურ რეკომენდაციას ევროპაში უცხოური ენების შესწავლის, სწავლების ან ცოდნის შეფასების შესახებ.
რეკომენდაცია ენის კომპეტენციის და გამოყენების კრიტერიუმებზე დაყრდნობით დაყოფილია სამ დონედ. ესენია;
- * დონე A: ენის ელემენტარული გამოყენება.
- * დონე B: ენის დამოუკიდებელი გამოყენება.
- * დონე C: ენის კომპეტენტური გამოყენება.
მოცემული A, B და C დონეები სათითაოდ დაყოფილია ექვს-ექვს საფეხურად.
დოკუმენტის შემუშავების ისტორიიდან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უცხოური ენის ფლობის დონეთა არსებული სისტემა, რომელიც დღესდღეობით ევროპის კავშირში გამოიყენება, შემუშავებულ იქნა ევროპის საბჭოს შესაბამისი დირექტივის საფუძველზე 1989-სა და 1996 წლებს შორის საგანგებო პროექტის „ენათა შესწავლა ევროპის მოქალაქეობისთვის“ (ინგლ. "Language Learning for European Citizenship") მთავარი ნაწილი.
2001 წლის ნოემბერში ევროკავშირის რეზოლუციით რეკომენდებულია მოცემული სარეფერენციო ჩარჩოს მიხედვით ენათა კომპეტენციის ნაციონალური სისტემების შექმნა.
დოკუმენტის სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- * ინგლისურად — Common European Framework of Reference for Languages (შემოკლებით CEFRL),
- * ფრანგულად — Cadre européen commun de référence pour les langues (შემოკლებით CEFR, ფრანგული და ინგლისური აბრევიატურები ემთხვევა ერთმანეთს),
- * გერმანულად — Gemeinsamer europäischer Referenzrahmen für Sprachen (გერმანულენოვან სივრცეში გამოიყენება რამდენიმე აბრევიატურა - GER, GeR ან GERS ანდა GeRS),
- * იტალიურად — Quadro comune europeo di riferimento per la conoscenza delle lingue (შემოკლებით QCER ანდა გამოიყენება ინგლისური აბრევიაცია CEFRL),
- * ესპანურად — Marco Común Europeo de Referencia para las lenguas (შემოკლებით MCER ანდა გამოიყენება ინგლისური აბრევიაცია CEFR).
ენის ცოდნის საფეხურები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დონე A: ენის ელემენტარული გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]A1 – დამწყები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ენის შემსწავლელს შეუძლია ნაცნობი, ყოველდღიური გამოთქმების და სრულიად მარტივი წინადადებების გაგება და გამოყენება. შეუძლია კონკრეტული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. შეუძლია სხვას წარუდგეს, გააცნოს საკუთარი თავი, ჰკითხოს სხვისი ვინაობის შესახებ. მაგ. სად ცხოვრობთ? ვის იცნობთ? რა გაქვთ? შეუძლია ამავე კითხვებს თვითონაც გასცეს პასუხი. შესაბამისად შეუძლია გაიგოს ამავე კითხვებზე გაცემული პასუხების შინაარსი. შეუძლია მარტივად და ნელა ესაუბროს თანამოსაუბრეს. შესაბამისად შეუძლია გაიგოს ნელა და ცხადად წარმოთქმული მარტივი წინადადებები.
A2 – ენის საბაზისო ცოდნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეუძლია გაიგოს წინადადებები და ხშირად წარმოთქმული გამოთქმები, რომლებიც დაკავშირებულია პიროვნების, ოჯახის, საყიდლის, მუშაობის, ახლო გარემოს შესახებ ინფორმაციებთან.
- შეუძლია იმ მარტივ, რუტინულ სიტუაციებზე თავის გართმევა, რომლებშიც ლაპარაკია ნაცნობი ინფორმაციების ურთიერთგაცვლაზე.
- შეუძლია უშუალო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით მარტივი ენობრივი საშუალებების მეშვეობით საკუთარი წარმომავლობა და განათლება აღწეროს.
დონე B: ენის დამოუკიდებელი გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]B1 – ენის პროგრესირებული გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეუძლია მთავარი პუნქტების გაგება, თუ მკაფიო სტანდარტული ენა გამოიყენება და თუ ნაცნობ თემებსა (მუშაობასთან, სკოლასთან, თავისუფლებასთან და მისთ.) და ამ თემებთან დაკავშირებულ საგნებზეა საუბარი.
- შეუძლია დაძლიოს უმეტესი სიტუაცია, რომლების მოგზაურობების დროს ენობრივ სივრცეში იჩენს თავს. შეუძლია უბრალოდ, გარკვეულად და მწყობრად
ნაცნობ თემებსა და პირადი ინტერესების სფეროებზე გამოთქვას საკუთარი აზრი.
- შეუძლია განცდილის შესახებ საუბარი, მოვლენების მწყობრად აღწერა. ასევე იმედების, მიზნების აღწერა. ასევე გეგმების და დამოკიდებულებების მოკლედ დასაბუთება ანდა განმარტებების მიცემა.
B2 – ენის სუვერენული, დამაჯერებლად) გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეუძლია რთულ ტექსტებში მოცემული კონკრეტული და აბსტრაქტული თემების გაგება. შეუძლია გაიგოს სპეციალურ სფეროში არსებულ დისკუსიების გაგება.
- შეუძლია სპონტანურად შემდგარი საუბრის ისე გაგება, რომ ნორმალური საუბარი მშობლიური ენის მტარებლებთან არ წარმოადგენს რამე პრობლემას.
შეუძლია თემების ფართო სპექტრზე საკუთარი აზრის დეტალურად გამოხატვა, საკუთარი თვალსაზრისის ახსნა აღსაწერი ვითარების დადებითსა და უარყოფით მხარეებზე საუბარი.
დონე C: ენის კომპეტენტური გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]C1 – ენის კომპეტენტური ფლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეუძლია გაიგოს და გადმოსცეს რთულ, გრძელ ტექსტებში მოცემული მნიშვნელობების ფართო სპექტრი.
- შეუძლია სპონტანურად გამოხატოს საკუთარი აზრი ისე, რომ შესამჩნევი სიხშირით არ უწევდეს საჭირო სიტყვების ძებნა.
- შეუძლია ენობრივი ქმედება საზოგადოებრივ და პროფესიულ ცხოვრებაში ანდა განათლების მისაღებად.
- შეუძლია მკაფიოდ, სტრუქტურირებულად და ვრცლად გამოხატოს საკუთარი აზრი კომპლექსურ თემებზე და ამასთანავე სხვადასხვა ენობრივ საშუალებები გამოიყენოს ტექსტთან დასაკავშირებლად.
C2 – ენის მშობლიურ ენასთან დაახლოებული ცოდნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეუძლია პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც წაიკითხავს ან მოისმენს, უპრობლემოდ გაიგოს.
- შეუძლია სხვადასხვა წერილობითი და ზეპირი წყაროებიდან ინფორმაციების შინაარსის გაგება და გაგებული ინფორმაციების მოხმობა მის მიერ ჩამოყალიბებულ მწყობრ საუბარში მოცემულ თემაზე.
- შეუძლია სპონტანურად, საკმაოდ ჩქარა და ზუსტად გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება. ასევე კომპლექსურ ენობრივი ვითარებებში ნიუანსების აღქმა და აღწერა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- A Common European Framework of Reference for Languages Learning, Teaching, Assessment. — სტრასბურგი, 1986.